ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა - ურთიერთბრალდებები გრძელდება

30 მაისი 2022, 19:51 643 ნახვა

საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში.საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანია საქართველომ უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც,ოპონენტების გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. ამ ბრალდებებს, ოპოზიციაში არასერიოზულსა და  შეურაცხმყოფელს უწოდებენ, ამბობენ რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ის უკრაინისა და მოლდოვის გვერდით განიხილებოდეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში