ქობულეთის ამფითეატრით სარგებლობა ფასიანი ხდება 

31 მაისი 2022, 12:09 930 ნახვა

ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამფითეატრით სარგებლობა ფასიანი ხდება.

ტერიტორიაზე, სადაც ზაფხულობით ფესტივალები, კონცერტები და საჯარო შეხვედრები ტარდება, კონკრეტული ტარიფები დაწესდება. მისი  განკარგვის უფლება მხოლოდ ცენტრალური პარკის ადმინისტრაციას შეეძლება. 1 საათი სარეპეტიციო დრო 10 ლარი.

განსხვავებული ტარიფია ღონისძიებების ჩასატარებლად. საათზე მეტი 200, ხოლო  3-საათი 500 ლარი ეღირება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში