იალაღებზე გასამგზავრებლად ტრანსპორტი სრულიად უფასო აღარ იქნება

31 მაისი 2022, 11:20 1204 ნახვა

წინა წლისგან განსხვავებით, მაღალმთიან აჭარაში იალაღებზე გადაადგილებისთვის მოიალაღე, მგზავრობის საფასურის ნაწილს თავად გადაიხდის.  

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ცვლილება ახალი მიმართულებების დამატებამ გამოიწვია.

ბეშუმისა და ვაშლოვანის მიმდებარე მთებში ტრანსპორტი ხვალიდან იმოძრავებს, ახალი მიმართულებები კი ეტაპობრივად დაემატება. 

მერიამ ბიუჯეტიდან წელს ამ პროგრამისთვის 35 ათასი ლარი გაითვალისწინა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში