პრემიერი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

31 მაისი 2022, 18:24 955 ნახვა

სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა, საქართველოს პრემიერი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმსჯელეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში