საქართველოს ევროინტეგრაციის გზა

31 მაისი 2022, 18:29 941 ნახვა

რას ნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება, რა პროცედურებს გადის ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებამდე და დღეს რა ეტაპზეა საქართველო? ამ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ქობულეთის საკრებულოს და მერიის ადმინისტრაციების, ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. კითხვა-პასუხის დროს, საუბარი შეეხო ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელსა და შესაძლებლობებს. საჯარო შეხვედრა, პროექტ “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ახორციელებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში