"მაიმუნის ყვავილის" დიაგნოსტიკა PCR ტესტის გამოყენებით იქნება შესაძლებელი - ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2022, 22:48 1222 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "მაიმუნის ყვავილის" დიაგნოსტიკა PCR ტესტის გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღეში შემოვა 

"შეგვიძლია დიაგნოსტიკა, რასაც თქვენ ეძახით, "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის. მისი იდენტიფიცირება შეგვიძლია გენომის სეკვენირებით. მოგეხსენებათ, სეკვენირების პროცესს სჭირდება 4-5 დღე, რაც შეეხება PCR ტესტებს, ალბათ მომავალ კვირაში პრაიმერები რომ ავაწყოთ, ტესტი გვექნება. პრეპარატზე, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ განაცხადს. მოგეხსენებათ, არის უკვე ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზებული მედიკამენტი და გაკეთდება ამაზე განაცხადი და ვფიქრობთ, რომ იქნება ქვეყანაში,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში