თბილისის მერის მოადგილე გარდაცვლილი იპოვეს

01 ივნისი 2022, 18:00 1016 ნახვა

თბილისის მერის მოადგილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უნდა გადაასვენონ. ექსპერტიზამ და გამოძიებამ უნდა გასცეს კითხვას პასუხი, რა არის დაღუპვის მიზეზი. 47 წლის ილია ელოშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი დილით იპოვეს. ის თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. მანამდე ენერგეტიკის მინისტრი, 2012-2016 წლებში კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში