გაზრდილი ღვინის ექსპორტი

04 იანვარი 2017, 00:00 2125 ნახვა

გაზრდილია საქართველოდან ღვინის ექსპორტიც. მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი ღვინო. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მაჩვენებელი 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ექსპორტის მატებაა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული  კი ასე გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. 

ამავე კატეგორიაში