ბათუმში აქციაზე დაკავებულთა სასამართლო

01 ივნისი 2022, 19:47 1506 ნახვა

ბათუმში 6 მაისის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მოწმის სახით დღეს, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი, მოადგილე და სხვა პოლიციელები გამოკითხა. დარბაზში ხმაური საპატრულო პოლიციის უფროსი დავით მაღრაძის ჩვენებას მოჰყვა. ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაში ბრალდებული ოპოზიციის ლიდერები და ადვოკატები მისგან დაზუსტებას მოითხოვდნენ, რა ფორმით დაარღვიეს კანონი ბრალდებულებმა. ერთ-ერთი მათგანის გიორგი კირთაძის დაკავების ოქმში წერია, რომ ის იგინებოდა და არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. დღეს, სასამართლო პროცესზე მოსამართლე დარბაზში პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერებს და ოპოზიციის წარდგენილ მასალებს გაეცნო. ოპოზიციონერი ბრალდებულების თქმით, კი სწორედ კამერების ჩანაწერებიც ადასტურებს მათ უდანაშაულობას და ყველაფერი მოსამართლეზეა დამოკიდებული

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში