დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”

04 იანვარი 2017, 00:00 3004 ნახვა

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დღითიდღე მძაფრდება. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თანაპარტიელები  ერთმანეთს უპირისპირდებიან, სერგო რატიანის წერილის შინაარსია, რომლითაც  ის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართავს.პარტიის აღმასრულებელი მდივანი, 20 იანვარს დაგეგმილი  ყრილობის ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებს. რატიანს არგუმენტად იმ იურიდიული პროცედურების დარღვევა მოჰყავს, რომელიც პოლიტიკურ საბჭოს უნდა მოეგვარებინა. მის განცხადებაზე დღეს, კომენტარები გაკეთდა აჭარის საქალაქო ორგანიზაციებშიც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში