ბრიტანეთი უკრაინაში სარაკეტო სისტემების გასაგზავნად აშშ-სგან ნებართვას ითხოვს

02 ივნისი 2022, 10:12 1064 ნახვა

ბრიტანეთს უკრაინისთვის „ემ-270“ ტიპის სარაკეტო სისტემის გაგზავნა სურს, რომელსაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრის რადიუსში შეუძლია, თუმცა ექსპორტისთვის ნებართვა მწარმოებელმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა უნდა გასცეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ხუთშაბათს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და საგარეო საქმეთა მდივან ლიზ ტრასს შორის საუბარია დაგეგმილი.

"ეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ“, - აღნიშნა ბენ უოლესმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში