6 მაისის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო

03 ივნისი 2022, 17:37 862 ნახვა

ხმაური იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 6 მაისს, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების უმრავლესობა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დააჯარიმა. ნაწილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 2 ათასი ნაწილს კი 3 ათას 500 ლარის გადახდა დაეკისრა,  რასაც  პროტესტი და ხმაური  მოჰყვა.  ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დღეს ისევე უსამართლოდ დააჯარიმეს, როგორც დააკავეს საპროტესტო აქციაზე.  ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ალექსანდრე გოგუაძეს მათ დასაჯარიმებლად საჭირო მტკიცებულებები არ ჰქონდა და იგი სასამართლოს ვერც ბრალდების მხარემ, საპატრულო პოლიციამაც  ვერ წარუდგინა.  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ოპოზიციის დაჯარიმებული წარმომადგენლები  საპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში