თამაზ ბეჟანიძის იუბილე

03 ივნისი 2022, 20:08 1693 ნახვა

გამოჩენილი ხელოვანი, ქორეოგრაფი, ანსამბლ არსიანის  დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელის და ბათუმის საპატიო მოქალაქე თამაზ ბეჟანიძე გაიხსენეს. შესრულდა არაერთი ქორეოგრაფიული ნომერი, ერთმანეთს აკადემიურ ანსამბლ არსიანის ძველი და ახალი თაობა ცვლიდა. ცეკვასთან ერთად იყო სიმღერაც. თამაზ ბეჟანიძესთან ურთიერთობის საინტერესო დეტალები გაიხსენა მომღერალმა აჩიკო გოგიტიძემ,. ქორეოგრაფის აღზრდილმა გიორგი ჭანიშვილმა კი მასწავლებელს სკულპტურა მიუძღვნა სახელწოდებით „ თამაზისეული მხარული“- რომელიც სიმბოლურად, ხელოვანის ოჯახს გადაეცა. საღამოს ქორეოგრაფის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. თამაზ ბეჟანიძე 2012 წელს გარდიცვალა, იგი ბათუმში, ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში