იუსტიციის მინისტრის ანგარიში

04 ივნისი 2022, 10:55 1097 ნახვა

დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“. 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. მშენებლობები კიდევ 6 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ერთწლიანი მუშაობის ანგარიში თბილისის შემდეგ, ქუთაისშიც წარადგინა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა.

რატი ბრეგაძემ ასევ თქვა, რომ საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა.

სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში