ოპოზიციის ერთობლივი რეზოლუცია

06 ივნისი 2022, 10:50 568 ნახვა

ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებული რეზოლუცია და „ალდეს“-ს - ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით-ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ისაუბრეს რეზოლუციის მნიშვნელობაზე და ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციის  მიერ გადადგმულ  ნაბიჯებზე.  მათი განცხადებით, საქართველოსთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დაწერილ რეზოლუციას ალდემ ერთხმად მხარდაჭერა გამოუცხადა.

რეზოლუცია დუბლინში 2-4 ივნისს ალდეს პარტიის შეკრებაზე ოპოზიციურმა პარტიებმა სტრატეგია აღმაშენებელმა, თავისუფალმა დემოკრატებმა, საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ, გირჩი მეტი თავისუფლებამ, ლელო საქართველოსთვის წარადგინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში