ბათუმის საკრებულოს ორი ახალი დეპუტატი ჰყავს - საარჩევნო ადმინისტრაციამ ნატალია ძიძიგურისა და ვაჟა დარჩიას უფლებამოსილება ცნო

07 ივნისი 2022, 16:17 713 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ორი ახალი დეპუტატი ეყოლება. საარჩევნო ადმინისტრაციამ ნატალია ძიძიგურისა და ვაჟა დარჩიას უფლებამოსილება ცნო - ინფორმაციას ბათუმის საკრებულო ავრცელებს. 

ნატალია ძიძიგურმა ,,გახარია-საქართველოსთვის'' პარტიის წევრი ნინო ბაცილაშვილი ჩაანაცვლა, ვაჟა დარჩიამ კი, ''ლელოს'' დეპუტატი ირაკლი კუპრაძე. 

''საქართველოს საარჩევნო ადმინისტარციის 79–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნობილია. კერძოდ: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საარჩევნო სუბიექტის ,,გახარია – საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ნინო ბაციაშვილის ადგილმონაცვლე ამავე საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატი ნატალია ძიძიგური იქნება, ხოლო, საარჩევნო სუბიექტის ,,ლელოს“ პარტიული სიით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ირაკლი კუპრაძის ადგილმონაცვლე – ამავე საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატი ვაჟა დარჩია'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში