პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში

07 ივნისი 2022, 19:28 703 ნახვა

იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას განცხადებით, თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ. იტალია კი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ კოლეგას ხვდება. სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია წარუმატებელია, რადგან ევროპა დახვდა ფხიზელი, დახვდა ისეთი გაერთიანებული, როგორიც არასოდეს ყოფილა. ამ შეხვედრამდე პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია "კვირინალეს" სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. შესრულდა საქართველოს და იტალიის ჰიმნები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში