შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას?

08 ივნისი 2022, 17:37 845 ნახვა

პრეზიდენტს არც ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით გაუკეთებია დამატებითი განმარტება, სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა, თუმცა შინაურ საქმეებზე სხვა ქვეყანაში არ საუბრობს. სახალხო დამცველმა კი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ნინო ლომჯარია მიიჩნევს, განაჩენი დაუსაბუთებელია და პრეზიდენტს მიმართავს, შეწყალების უფლება გამოიყენოს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში