პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში

08 ივნისი 2022, 19:46 867 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის განხილვა. რამდენიმე საათიანი სხდომის ბოლოს კითხვების დასმისა და შეფასებების გაკეთების საშუალება უმრავლესობას მიეცა. მანამდე კი ოპოზიცია საუბრობდა. უფრო ადრე კი თავად შალვა პაპუაშვილს ჰქონდა მოხსენება, რომლის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი ხმაურის ფონზე დაიწყო. დეპუტატების კითხვები ძირითადად საპარლამენტო კონტროლს, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის საკითხს შეეხებოდა. თავად შალვა პაპუაშვილმა დასაწყისში ევროინტეგრაციაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ ქვეყანა ისტორიულ პროცესში იმყოფება და ელოდება ევროკავშირში გაწვერიანების განაცხადზე პასუხს.  ისაუბრა ასევე  უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში