გასხვისებული ტერიტორია

05 იანვარი 2017, 00:00 5407 ნახვა

გასხვისებული სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიები. 4 ათას 559 კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლებას  კომპანია “ორბი-ჯგუფი ბათუმი” ირეგისტრირებს. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიამ მეზობლად 12 ათასი კვადრატული მეტრი საინვესტიციო ტერიტორია შარშან შეიძინა.ჯამში “ორბი-ჯგუფი ბათუმი” 16 ათას 500 კვადრატულ მიწის ფართზე 4 ათას 500 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. “მთავართან” კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ტერიტორია 10 მილიონ ლარად შეიძინეს, თუცა ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხის გასაჯაროებას ჯერ არ აპირებენ. რა ბედი ეწევათ სპორტსმენებს, რომლებიც ამ დროისთვის სპორტსკოლის დარბაზებში ემზადებიან, ქეთი ბოლქვაძემ გაარკვია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში