განახლებული რეგიონების პროგრამა და ოპოზიციის ბრალდებები მთავრობას

09 ივნისი 2022, 10:35 741 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' მთავრობას კორუფციაში და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.  რეზო ხარაზის განცხადებით, პრემიერის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“  ბათუმში ხარვეზებით მიმდინარეობს.

ირწმუნება, რომ 6 მილიონი გმირთა ხეივნის განახლებისთვის არამიზნობრივად იხარჯება და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ''ქართულ ოცნებასთან'' დაახლოებული კომპანია შპს „საბა კონტრაქშენი'' ასრულებს, რომელსაც  ავანსის სახით თანხის 40 პროცენტი მიღებული აქვს, თუმცა სამუშაოები ნელი ტემპით  მიმდინარეობს. პროექტი 2021 წლის აპრილში დაიწყო და სამუშაოები 2023 წლამდე უნდა დასრულდეს. 

ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ  დავუკავშირდით  ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, რომელთა პოზიციებსაც მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში