არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა - თალაკვაძე

09 ივნისი 2022, 13:43 950 ნახვა

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა.

მისივე თქმით, ამაზე რეზოლუციის აგება და ტოლობის ნიშნების დასმა აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რომელიც ქვეყანაში არის. 

''წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო წლების განმავლობაში, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, დაცული გვაქვს ადამიანის უფლებები დიამეტრალურად უკეთ, ვიდრე ეს იყო წარსულში, ასევე ბიზნესის დაცული გვაქვს, მედია არის პლურალისტური. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ გვარამია არ არის თავისუფალი მედია და სააკაშვილი არ არის დემოკრატიის სიმბოლო ქვეყანაში.

კრიტიკა შეიძლება იყოს, მშვიდად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ველოდებით ევროკავშირის მხრიდან სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში