მოვუწოდებთ სახელმწიფოთა მეთაურებს, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადზე - ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები

09 ივნისი 2022, 17:13 741 ნახვა

ევროპარლამენტის  პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მოუწოდებენ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც 23-24 ივნისს იკრიბებიან, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადზე ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მოვუწოდებთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც 23-24 ივნისს იკრიბებიან, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადზე ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე, სიმტკიცე და შორსმჭვრეტელობა დღევანდელ კონტექსტში, ჩვენი ევროპელი მეზობლის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიული ომისა და გაუარესებული საერთაშორისო გარემოს პირობებში. ევროკავშირი უნდა იყოს სანდო პარტნიორი და სანდო გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც იცავს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს, სოლიდარობის გამოხატვით მათ მიმართ, ვინც მხარს უჭერს იგივე იდეალებს.

უკრაინის მოქალაქეებს სურთ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ მისწრაფებებს იზიარებს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომელთა მოლოდინები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მტკიცედ მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისს და იმუშაოთ საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებლად. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ხანგრძლივი ვალდებულება დასავლეთ ბალკანეთის მიმართ შენარჩუნებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში