უმაღლეს საბჭოში ჯაბა ფუტკარაძის მოსმენა 10 საათი გაგრძელდა 

11 ივნისი 2022, 11:13 906 ნახვა

10 საათის განმავლობაში გაგრძელდა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოსმენა. ჯაბა ფუტკარაძემ დეპუტატებს 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გააცნო.

ოპოზიციის კითხვები მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ამბასადორსა და თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის საქმიანობას, ასევე მის დაკავებას ეხებოდა.

''ნაციონალური მოძრაობა'' მინისტრის მუშაობით უკმაყოფილოა და მის გადადგომას მოითხოვს. ამბობენ, რომ გასული წლის ბიუჯეტი არ შესრულებულა.

ოპოზიციის მმართველ პარტიაში მიჩნიათ, რომ ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობდა.

დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი ჯაბა ფუტკარაძეს აღარ გაუკეთებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში