პრემიერი პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს

11 ივნისი 2022, 15:04 855 ნახვა

პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის მუშაობაში გაერკვევა. ამასთან, ღარიბაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელიდან პრეზიდენტს სურდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა მთავრობისგან კიდევ ერთი უარი მიიღო და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის არცერთი მიმართვა მას დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია.

გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ როცა პრეზიდენტი ასეთ განცხადებას აკეთებს, მან მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. 

პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა კულტურის მინისტრიც, მისი თქმით პრეზიდენტს სიმბოლური როლი აქვს და მან ეს უნდა გაითვალისწინოს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში