სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაცვლითი პროგრამა (JCET) დაასრულეს

12 ივნისი 2022, 10:44 732 ნახვა

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ჩაატარეს, სადაც ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებიც იღებდნენ.

ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავდა, მათ შორის იყო ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი, ბარიერებიდან სროლა და ბრძოლები დასახლებულ პუნქტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში