ენმ ბათუმის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს

13 ივნისი 2022, 11:45 764 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' საკრებულოში ბათუმის მერის საქმიანობის ანგარიშით წარდგენას ითხოვს.

რეზო ხარაზის თქმით, რამდენიმე  საკითხზე აქვთ კითხვები, მათ შორის  ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების , გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობისა და  ავარიული სახლების პროგრამასთან დაკავშირებით.  

საკრებულოს სხდომა ბათუმში 17 ივნისს ჩაინიშნა, მივა თუ არა ქალაქის მერი სხდომაზე,  ჯერ კომენტარი საკრებულოს  უმრავლესობასა და მერიაში არ გაკეთებულა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში