სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები გადაეცემათ - პრემიერი

13 ივნისი 2022, 14:19 1207 ნახვა

630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელ ბინებს გადავცემთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, დევნილები საკუთრებაში ბინებსა და მიწის ნაკვეთებს მიიღებენ: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურში, ფოთსა და ზესტაფონში.

„სულ ჯამში არის 630 დევნილი ოჯახი, რომელსაც გადაეცემა და დაუკანონდება სახელმწიფო ქონება. მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ბატონმა აზარაშვილმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში