ვინ უერთდება 20 ივნისს დაგეგმილ აქციას - პოლიტიკური შეფასებები

13 ივნისი 2022, 15:01 1037 ნახვა

ვინ გამოვა სიტყვით 20 ივნისის აქციაზე და მიეცემა თუ არა ოპოზიციურ პარტიებს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა?

კითხვა განხილვის თემად იქცა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც  აქციის ორგანიზატორმა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნოდარ რუხაძემ  სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიტყვით გამომსვლელებს შორის არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და არც თაკო ჩარკვიანი. არ დააყოვნა პირველმა შეფასებებმაც, მათ შორის ჩარკვიანის მხრიდანაც. 

ზოგადად, კი ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ აქციის ჩატარება ახლა მიზანშეწონილი საერთოდ არ არის,  მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახლა მთავარია ევროპამ ერთიანობა დაინახოს. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში