თორნიკე რიჟვაძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე

13 ივნისი 2022, 17:59 1033 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველოა. დოკუმენტი კი, რომელზეც ევროპარლამენტარებმა იმსჯელეს და ბიძინა ივანიშვილისადმი შესაძლო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუცია უწოდა თორნიკე რიჟვაძემ.

მან პროცესს მანიპულაცია უწოდა  და ერთ-ერთი ევროპული ბანკის მიდგომები თავგასულობად შეაფასა.

ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ამ ფონზე ევროკავშირის წარმომადგენლებს ეყოფათ პოლიტიკური გამბედაობა საქართველოს დაუფასონ რეფორმები და დემოკრატიის ხარისხი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში