აშშ-ს ელჩი ბათუმში 

13 ივნისი 2022, 18:06 1120 ნახვა

აშშ-ის ელჩი აჭარაშია. კელი დეგნანი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ხვდება. ამ წუთებში კი მას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელოდებიან.

აშშ-ის ელჩი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა. კელი დეგნანისა და თორნიკე რიჟვაძის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელსაც უკვე 30 წლიანი ისტორია აქვს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო რჩება შეერთებული შტატების გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად, მტკიცე, ქმედითუნარიან და სანდო მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ხაზი გაუსვა ნატო-ს გემების ვიზიტებისა და წვრთნების მნიშვნელობას, რომელიც რეგულარულად ტარდება ბათუმის პორტში და ეხმარება საქართველოს საზღვაო ძალებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში