ნაციონალური მოძრაობის წევრი რუსეთის წყალბურთის ნაკრებში 

14 ივნისი 2022, 17:30 1384 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე  რევაზ ჩომახიძე ყაზანის წყალბურთელთა გუნდის „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.

რევაზ ჩომახიძის რუსეთში მოღვაწეობას შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. ფაქტს გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩომახიძის ეს გადაწყვეტილება მათი პარტიისთვის მიუღებელია, ფაქტს კი სამწუხარო უწოდა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელწერას არ აყვებიან და არ აპირებენ სპორტსმენის დაბულინგებას.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, რევაზ ჩომახიძეს გააჩნია თავისი სპორტული კარიერა და მას წარმატებებს უსურვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში