ტრაილერების ავტოპარკის მდებარეობის შეცვლის მოთხოვნა 

15 ივნისი 2022, 11:03 1403 ნახვა

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ტრაილერების დგომა გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ  ახალ სპორტსკოლასთან მსგავსი ტიპის პარკირება მიუღებელია, ბავშვებისა და ადგილობრივებისთვის კი საფრთხისშემცველი.

მათივე თქმით ამ ქუჩაზე გარე განათებაც არ არის. ტრაილერების პარკირება მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს ეხება, უწყებისგან კომენტარს ველოდებით. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში