გერმანიის მხარდაჭერა

15 ივნისი 2022, 11:46 911 ნახვა

გერმანიის გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის, ოპოზიციური ფრაქცია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან, რასაც თავის მხრივ, გერმანული მედია აქტიურად აშუქებს.

ოპოზიციური ფრაქციის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, ფრაქცია ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე სამივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭიროს და ადვოკატირება გაუწიოს.

რეზოლუციის ტექსტზე დისკუსია და კენჭისყრა ჯერ ფრაქციის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

ფრაქციის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დოკუმენტი ბუნდესტაგს წარედგინება, სადაც დებატები და კენჭისყრა გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში