პრეზიდენტი: “ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე”

15 ივნისი 2022, 11:00 616 ნახვა

ვინ რა უთხრა სალომე ზურაბიშვილს  ევროპაში ვიზიტის დროს და რა განწყობაა ევროპაში საქართველოს მიმართ - ამ ყველაფერზე სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

მიაჩნია, რომ   იზოლაციის საფრთხე ჩნდება და რომ  ბრიუსელში ვიზიტების დროს მას დახვდა "გაფუჭებული საქმე, რომელიც სხვადასხვა კუთხით გამოვლინდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ დისკუსიის ნაწილში".

საკმაოდ ვრცელი განცხადების დროს მან დღევანდელ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა  და თქვა, რომ მისი  შეფასებით, საქართველომ „ასოცირებულ ტრიოში“ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, „ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან, თავი შეიკავოს“, - ხოლო ოპოზიციამ  „დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება” შეაჩეროს. თქვა, რომ გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები, ევროპის ყველა ინსტიტუტი და  მუქარა  რომ „თუ არ მოგვცეს სტატუსი, საქართველოს ხელისუფლება  ფარდის ახდას აპირებს, მისთვის გაუგებარია.

ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ რეზოლუცია განწყობის გამოხატვაა და არა ევროკავშირის გადაწყვეტილების დაანონსება. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში - მიაჩნია პრეზიდენტს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში