შემდეგი 5 წელი ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' დაკავშირებით კომენტარი აღარ იქნება - თორნიკე რიჟვაძე 

15 ივნისი 2022, 16:50 1713 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, მედიის მხრიდან დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბრალდებებს ეხებოდა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ დანაპირებს ასრულებს და შემდეგი 5 წელი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან'' დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს. 

„ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ. ამიტომ, შემდეგი 5 წელი ,,ნაცმოძრაობასთან'' დაკავშირებით კომენტარი აღარ იქნება. არარაობებთან დაკავშირებით მე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ჩვენ ხალხს ყველაფერი ვაჩვენეთ, ყველა ვამხილეთ თუ ვინ რას წარმოადგენს. არავის გვაქვს ამბიცია, რომ ანგელოზები ვართ, თუმცა მათთან შედარებით მართლა ანგელოზები ვართ. ამიტომ, კომენტარი აღარ იქნება.

თქვენც მინდა გთხოვოთ, მედიის წარმომადგენლებს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის'' კლოუნადასთან და მათ ბანდიტურ განცხადებებთან დაკავშირებით არასოდეს გვთხოვოთ საპასუხო კომენტარები. ბრალდებები უნდა დაამტკიცონ, როგორც ამ ქვეყნის წესებს და კანონმდებლობას ეკადრება და როგორც დაგპირდით, ყოველთვის იქნებიან დაჩოქილი ჩვენი ხალხის წინაშე“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან კომენტირებისას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში