ტრაილერების ავტოპარკის მდებარეობის შეცვლის მოთხოვნა

15 ივნისი 2022, 17:56 1234 ნახვა

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ტრაილერების დგომა გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათთვის ახალ სპორტსკოლასთან მსგავსი პარკირება მიუღებელია, ბავშებისა და ადგილობრივებისთვის კი საფრთხისშემცველი. მათივე თქმით ამ ქუჩაზე გარე განათებაც არ არის.

ოპოზიციის მოთხოვნას ქალაქის მერმა უპასუხა. არჩილ ჩიქოვანის განმარტებით ყველა იმ პრობლემას ეტაპობრივად მოაგვარებენ, რომელიც ბათუმელებს აწუხებთ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში