ქედის ბიუჯეტი გაიზარდა

15 ივნისი 2022, 20:02 927 ნახვა

1 720 000 ლარით გაიზარდა ქედის ბიუჯეტი. ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების ხარჯზე, ასევე წინა წლის ნაშთითა და გრანტის მეშვეობით. გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დაფინანსება. დაემატა თანხები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს  შენიშვნები ჰქონდა რადგანაც მიაჩნიათ, რომ თანხები არ გადანაწილდა, ისეთი სოციალური პროექტების მოსაგვარებლად როგორიცაა წყლის პრობლემა და სიდუხჭირე.

გარდა ამისა გარკვეული პროექტები რომელიც გასულ წელს დაიწყო, ისევ არაა შესრულებული, რომელიც დეპუტატის თქმით, კორუფციულ ნიშნებს და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე მიუთითებს.

უმრავლესობაში შენიშვნებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხელი დიდთოვლობამ შეუშალა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში