სოფელ ზანაქიძეებში პრობლემების მოგვარებას ითხოვენ

16 ივნისი 2022, 14:00 773 ნახვა

ხელვაჩაურში სოფელ ზანაქიძეებში მოსახლეობა კვლავ  გზის რეაბილიტაციას, სანიაღვრე არხების, სამარშრუტო ტაქსის,  გარეგანათების და სასმელი წყლის პრობლემის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, გზის რამდენიმე მონაკვეთი ავარიულია.  აქციის მონაწილეებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ.

საკრებულოს წევრები ხელვაჩაურის მერიას პრობლემების  მოგვარებას და  დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემებს იცნობენ და მოსაგვარებლად მუშაობა დაწყებულია.

რაც შეეხება გზის დაზიანებულ მონაკვეთს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებულია კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება და  დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში