დავით არახამიას განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

16 ივნისი 2022, 15:07 956 ნახვა

დავით არახამიას განცხადებებს  უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.  რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის ბრალდებებს "ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ.

დავით არახამიას განცხადებები კი არადამაჯერებელია "გირჩისთვის". „ქართული ოცნების“ შეფასებით, ბრალდებები რომელიც ისმის, არ არის ფაქტებით და მტკიცებულებებით გაჯერებული, ამით დავით არახამია რუსულ საქმეს აკეთებს.

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში