ელენე ხოშტარიას ბრიფინგი

16 ივნისი 2022, 20:06 973 ნახვა

ელენე ხოშტარიამ კი დღეს ბრიფინგზე ხელისუფლებასა და  სანქცირებულ რუს ბიზნესმენ მიხეილ ფრიდმანს შორის სავარაუდო  გარიგებაზე  ისაუბრა.  „დროას“ ლიდერის თქმით, ამის თქმის საფუძველს  ხელისუფლების გადაწყვეტილება  აძლევს, რომლის მიხედვითაც  სახელმწიფო გახდა „ბორჯომის“  ქარხნის  თანამფლობელი.   

ელენე ხოშტარიას თქმით,  ხელისუფლების ამ ნაბიჯით ფრიდმანს დარჩა კომპანიის 49,99%  , რაც მას  კიდევ უფრო უღრმავებს ეჭვებს შესაძლო გარიგებების შესახებ.

აცხადებს,რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქცირებული ფრიდმანი ფულს კომპანია ,, ბორჯომიდან“  არ უნდა იღებდეს და ამაში მას ხელს საქართველოს მთავრობა არ უნდა უწყობდეს.  აპირებს  მასალები შესასწავლად  ქვეყნის პარტნიორებს გადასცეს.

ბრიფინგზე ახსენა  ირაკლი რუხცაძეც, რომელის მისი თქმით,  კომპანია ბორჯომის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და ღიად დაადანაშაულა გარიგებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში