პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს

17 ივნისი 2022, 13:28 614 ნახვა

პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.

მალგოჟატა გოშიევსკას თქმით,  მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია.

„მორიგ ჯერზე მითხრეს უარი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. ევროპული დემოკრატიის პრინციპებში ის არ არის, რომ დაისაჯოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მე მგონი მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია ქართული სასამართლოს მეირ. არა მარტო პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ ირღვევა ეს ნორმები, არამედ, მომდევნო პრეზიდენტიც სრულიად საფუძველს მოკლებული მიზეზების გამო, ჩამოართვეს მას დაცვა და ჩამოართვეს ის შეღავათები, რომლებიც მას კანონით ეკუთვნოდა“, – განაცხადა პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში