გვსურს ვიხილოთ საქართველოში პოლარიზაციის დასრულება და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულება - ოლივერ ვარჰეი 

17 ივნისი 2022, 15:13 799 ნახვა

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ დაასახელა პირობები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ამბობს, რომ სურთ საქართველოში იხილონ პოლარიზაციის დასრულება. 

საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დემოკრატიის საკითხზე, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ასევე ამბობს, რომ სურთ ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის შუამავლობით.

''ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გრანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში