პერსპექტივა EU-ს კანდიდატის სტატუსის ნაცვლად

17 ივნისი 2022, 20:07 692 ნახვა

საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ  ქვეყანა ყველა ობიექტური კრიტერიუმით პირველ ადგილზეა, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში კი, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა.

„ქართულ ოცნებაში“ გული წყდებათ, რომ 14 და მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებული მსხვერპლი, დაღვრილი სისხლი და 300 ათასი დევნილი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, აქტუალური აღარ არის.

ოპოზიცია კი ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. პრობლემების მოგვარების გზას შეცდომების აღიარებაში და შარლ მიშელის დოკუმენტში დაბრუნებაში ხედავენ.

ხელისუფლება იზიარებს პასუხისმგებლობას და ამბობს, რომ ქვეყანა ურყევად ივლის იმ გზაზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და მისი ევროპული პერსპექტივა გარდაუვალია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში