ელენე ხოშტარიას სანქციები უნდა დაუწესდეს - ლადო მგალობლიშვილი

17 ივნისი 2022, 20:59 962 ნახვა

როდესაც ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრი რუსეთიდან ფინანსდება, მას სანქციები უნდა დაუწესდეს, რომ რუსული საქმის გაგრძელება ვეღარ შეძლოს -  ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"როდესაც "პროდასავლური" პარტიის ლიდერი  ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს და  ამავე დროს, მისი ოჯახის წევრი რუსეთიდან  ფინანსდება,  სწორედ ასეთ ადამიანს უნდა დაუწესდეს სანქციები, რუსული საქმის გაგრძელება  რომ  ვეღარ შეძლოს" - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში