ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის მოწყობის პროცესი კვირიკეში

18 ივნისი 2022, 11:57 1481 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 მიმართულებით მიმდინარეობს გზის მშენებლობა,  ხორციელდება ხიდების, საყრდენი კედლების, დამცავი ნაგებობების მშენებლობა. 15 კმ-იან საავტომობილო გზაზე ცემენტობეტონის საფარიც მოეწყობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 12 მლნ ლარს აღემატება.

ზედა კვირიკეში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის მოწყობის პროცესს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ქობულეთის მერთან ერთად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში