აჭარაში წელს კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება

18 ივნისი 2022, 11:35 1106 ნახვა

აჭარაში 2022 წელს კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება. სოფელ გვარაში 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად მოსავლის აღების და დაბინავების პროცესს გაეცნო. გვარაში მოწეული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. დასაქმებულია 30 ადამიანი.

2021-2022 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 91 ფერმერს დაუფინანსდა კენკროვანი კულტურის, ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება, ლურჯი მოცვი 27.4 ჰა ფართობზე მოეწყო. საექსპორტო ბაზარზე ლურჯი მოცვი მოთხოვნადი პროდუქტია.

2022 წელს კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება 80%-ით დაფინანსდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში