''ტრამპ - თაუერი'' ბათუმში აღარ აშენდება

06 იანვარი 2017, 00:00 3886 ნახვა

დონალდ ტრამპის ორგანიზაცია და „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში „ტრამპ თაუერის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს ოფიციალურად წყვეტს, - ამის შესახებ ნათქვამია „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე ვკითხულობთ, რომ სამომავლოდ „სილქ როუდ ჯგუფი“ შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში, მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს. ტრამპის ორგანიზაციაც ადასტურებს პროექტის შეჩერებას, რომელიც 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებოდა. ისინი „სილქ როუდ ჯგუფის“ და საქართველოს რესპუბლიკის მიმართ თავის ღრმა პატივისცემას ადასტურებენ,”-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში