ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

20 ივნისი 2022, 16:35 890 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო. კატარის საერთაშორისო აეროპორტში  დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 

''ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში