სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში

20 ივნისი 2022, 18:25 1328 ნახვა

საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს არჩევნები დასრულდა. ბათუმში, მშობლების აქტივობა 26%-ზე, ქობულეთში კი 35%-ზე მეტი იყო. რაც შეეხება პედაგოგებს, კენჭისყრაზე მათი უმრავლესობა გამოცხადდა.სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველი არჩევითი ორგანოა, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. მათ შორის ისინი მონაწილეობენ სკოლის ბიუჯეტს დამტკიცებასა და ხარჯვის კონტროლში, ირჩევს დირექტორს  და ამტკიცებენ სკოლის შინაგანაწესს. სამეურვეო საბჭოს 3 წლის ვადით ირჩევენ. მის შემადგენლობაში შედის მასწავლებელი და მშობელი თანაბარი რაოდენობით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში